აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდნენ

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოსა და ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდა.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება, ასევე მოეწყო თემატური გამოფენა.

შეხვედრაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები აფხაზები, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა აფხაზური კულტურის, ენის და ტრადიციების შენარჩუნებისთვის.

შეხვედრას, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების  „ერთობა ხვალისთვის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ აფხაზებთან.

სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი აფხაზურ ეთნოსთან თანაცხოვრების, კეთილდღეობის, საქართველოს დამოუკიდებელი რეალობის პირობებში აჭარაში მცხოვრები აფხაზებია, რომლებმაც შეინარჩუნეს აფხაზური ენა და თავიანთი კულტურა.

სწორედ, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დავაჯილდოვეთ აჭარაში მცხოვრები აფხაზები და კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადო კულტურის, ენის და ტრადიციების შენარჩუნებისთვის და იმისთვის, რომ არიან სანიმუშო მაგალითი ქართულ-აფხაზური საზოგადოებისთვის. ნამდვილად გამორჩეული ადამიანები ხართ და თქვენი დამსახურება უაღრესად  მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნისთვის, ისე ჩვენი მომავლისთვის.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა ჩვენმა მოქალაქეებმა, ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ერთობის პროცესი არის უაღრესად მნიშვნელოვანი და  აუცილებელი, განსაკუთრებით აფხაზებისთვის, რადგანაც დღეს, ისე, როგორც არასდროს მათ სჭირდებათ ენის, ტრადიციების, კულტურის გადარჩენა, რაც შესაძლებელია მხოლოდ ჩვენთან ერთად თანაცხოვრებით. მათი მომავალი და ერის, ტრადიციების, კულტურის, ღირებულებებისა და იდენტობის გადარჩენა ჩვენს ერთობაზეა დამოკიდებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ აჭარის მაგალითით, აფხაზი მოქალაქეები კიდევ უფრო ნათლად ხედავენ, რომ ჩვენი ერთობა გარდაუვალია და ეს უკავშირდება უკეთეს მომავალს, შვილების კეთილდღეობას, ენის, ტრადიციების, ფასეულობების გადარჩენას.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ სამშობლოს გაერთიანებისთვის და მე მჯერა, რომ მალე დავბრუნდებით აფხაზეთში, რაც მხოლოდ სიყვარულით, ურთიერთგაგებით და პატივისცემით შეიძლება მიღწეულ იქნეს და ამის რწმენას კიდევ უფრო მიმყარებს ის ერთობა და სიყვარული, რომელიც აჭარაში სუფევს და აქ მცხოვრები აფხაზები, რომლებიც არიან ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იყოს ქართულ-აფხაზური საზოგადოების თანაცხოვრება ერთიან და ღირსეულ საქართველოში“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები