ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა 2014 წელს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული სანქციების შეზღუდვები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებაშია აღნიშნული.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა 2014 წლის 6 მარტს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შემოიღო, რის შემდეგაც ის რამდენჯერმე გაგრძელდა.

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები ასევე დაწესდა 2014 წლის დეკემბერში და 2018 წლის სექტემბერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები