ბაიდენი - უკრაინას შეუძლია შეაჩეროს პუტინი, თუ აშშ მიაწოდებს იარაღს

უკრაინას შეუძლია შეაჩეროს რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი, თუ ის უზრუნველყოფილი იქნება სათანადო იარაღით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ლინკოლნისა და სამოქალაქო ომის შემდეგ არ ყოფილა ისეთი დარტყმა დემოკრატიაზე, როგორც ახლა. პუტინის რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ის რ გაჩერდება უკრაინაზე, მაგრამ უკრაინას შეუძლია შეაჩეროს პუტინი თუ მათ საჭირო იარაღს მივაწვდით“, - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა თავის გამოსვლაში ასევე ახსენა ტრამპი და პუტინის მხარდაჭერა.

"ჩემი წინამორბედი, ყოფილი პრეზიდენტი ეუბნება პუტინს - გააკეთე რაც გინდა. ეს თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა. მან მხარი დაუჭირა რუსეთის ლიდერს. ეს საშინელებაა და მიუღებელია", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ქვეყანას არ შეუძლია საფრთხე შეუქმნას უკრაინას, ევროპას და მთელ თავისუფალ სამყაროს.

"ჩვენ უნდა ვუპასუხოთ პუტინის გამოწვევას. ისტორია გვადევნებს თვალს. ჩვენ არ შეგვიძლია რისკის ქვეშ დავაყენოთ უკრაინა, ევროპა და მთელი თავისუფალი სამყარო. მე პუტინს ძალიან მარტივი რამ ვუთხარი - ჩვენ არ დავიხევთ უკან, არ დავეცემით", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

მსგავსი სიახლეები