ევროკავშირის წარმომადგენლობა - ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა

გასულ სამშაბათს გერტ იან კოპმანი შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა, ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რომ გენერალური დირექტორის მოადგილეს გერტ იან კოპმანს, ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატიდან, რეგულარული შეხვედრები აქვს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რასაკვირველია, უკრაინის ჩათვლით.

გასულ სამშაბათს, ის შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა. ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა (ხოლო სწორი ინფორმაციის მოპოვება მარტივადაა შესაძლებელი ევროკავშირის გვერდებზე სოციალურ ქსელში).

ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ უნდა გადაიდგას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად ბრიუსელში, ევროკომისიაში გამართა შეხვედრები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები