წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია გზების რეაბილიტაციას განაგრძობს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია გზების რეაბილიტაციას განაგრძობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2024 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ხორციელდება სოფლების: ცხუნკურის და ბესიაურის დამკავშირებელი გზის რეაბილიტაციის, ასევე სოფელ ჩუნეშში N 2 ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

"გზების მოწესრიგება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოსახლეობის მოთხოვნისა და საჭიროებების მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურას ეტაპობრივად ვაწესრიგებთ. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს“, - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.

სოფელ ცხუნკურის და ბესიაურის დამკავშირებელი, ასევე სოფელ ჩუნეშში N 2 ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, სამუშაოები მალე დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები