შალვა პაპუაშვილი - ხელისუფლებისგან ამ საკითხზე არანაირი კომპრომისი არ იქნება

ენჯეოების განცხადებები უკვე განსაცვიფრებელია. მათი განცხადება ვნახეთ, რომ თურმე, ხელისუფლებას განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით რეაქცია არ უნდა ჰქონდეს. რა განსხვავებულ აზრზეა საუბარი? ქვეყნის სუვერენიტეტსა და საქართველოს კონსტიტუციაზე ვსაუბრობთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 12 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ვერავინ დათმობს, საქართველოს ხელისუფლებისგან ამ საკითხზე არანაირი კომპრომისი არ იქნება.

"თუ ენჯეოები ფიქრობენ, რომ ორი აზრი უნდა არსებობდეს ქვეყნის სუვერენიტეტზე, მაშინ უკვე გასაგებია რასთან გვაქვს საქმე. ეს არის სწორედ ის მავნე გავლენა, რაც აქვს უცხოურ დაფინანსებას, როცა 100 პროცენტიანი დაფინანსება აქვს ამა თუ იმ ორგანიზაციას. ეს ის არის სწორედ, რისი დამკვიდრებაც უნდა ზოგიერთ ასეთ ორგანიზაციას, რომ ქვეყნის სუვერენიტეტზე არსებობდეს ორი აზრი - ერთი აზრი, რომელიც იტყვის, რომ დამოუკიდებლობაა მნიშვნელოვანია და მეორე კითხვის ნიშნის ქვეშ დასვან, იქნებ არის შესაძლებელი, რომ ჩვენ ის 30-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორია, რომელიც სისხლით და ბრძოლით ვაშენეთ, ამას ერთი ხელის მოსმით ხაზი გადავუსვათ. საქართველოს ხელისუფლებისგან ამ საკითხზე არანაირი კომპრომისი არ იქნება. რა თქმა უნდა, სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ვერავინ დათმობს. პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და მის სუვერენიტეტს. ვინც ფიქრობს, რომ ამ საკითხზე შეიძლება ორი აზრი არსებობდეს, საჯარო დისკუსიაში მათი ადგილი ნამდვილად არ არის”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები