კახა გოგოლაშვილი - საქართველო ამ რეგიონში ნატოსთვის რჩება როგორც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი

სანამ უკრაინის ომი არ დასრულდება, მე მგონია, რომ მომავალ სამიტზე საქართველოსთვის არანაირი ინსტიტუციური წინსვლა არ იქნება, - ამის შესახებ Front News-ს ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ნატოსთვის საქართველო გეოპოლიტიკური ინტერესის საგანი და რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია.

"სანამ უკრაინის ომი არ დასრულდება, მე მგონია, რომ მომავალ სამიტზე საქართველოსთვის არანაირი ინსტიტუციური წინსვლა არ იქნება, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესაძლებლობები არ გაჩნდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ამ ვიზიტის შედეგად გამოჩნდა, რომ გეოპოლიტიკური ინტერესია საქართველოს მიმართ და საქართველო ამ რეგიონში ნატოსთვის რჩება როგორც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი.  

აქ მთავარი მომენტი არის ის, რომ რუსეთის მხრიდან არანაირ ცდუნებას და არც მუქარას საქართველო არ დაჰყვეს და არ მიიღოს მონაწილეობა რუსეთის ხელშემწყობ ქმედებებში, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სანქციების თავიდან არიდების კუთხით.  

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ნატო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო მზად იყოს ყველაფრისთვის, როცა ალიანსის გაფართოება დაიწყება და ეს გაფართოება, რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები