პაატა მანჯგალაძე - ფორმულა მუშაობს, რაც უფრო ახლოს ვართ ევროკავშირთან, უფრო ახლოს ვართ ნატოსთან

ფორმულა მუშაობს, რაც უფრო ახლოს ვართ ევროკავშირთან, უფრო ახლოს ვართ ნატოსთან. მთავარი დაბრკოლება ისაა, რომ ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს არ ასრულებს, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იენს სტოლტენბერგის ჩამოსვლა დიდი მხარდაჭერის გზავნილია.

"საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ჩამოსვლა სერიოზული მხარდაჭერის გზავნილია, რადგან ქვეყანაში წლების განმავლობაში არ ჩამოსულა. იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა და აქცენტი გააკეთა იმ საკითხებზე, რომლებიც პრობლემატურია. ეს არის დიპლომატიური ენა, მან ისაუბრა საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე, მართლმსაჯულების რეფორმის აუცილებლობაზე, ასევე სხვა ცვლილებებზე. მთავარი დაბრკოლება ისაა, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერს არ ასრულებს. ფორმულა მუშაობს, რაც უფრო ახლოს ვართ ევროკავშირთან, უფრო ახლოს ვართ ნატოსთან. 

ნატო მხოლოდ სამხედრო ალიანსი არ არის, ის ასევე არის პოლიტიკურ-ეკონომიკური და ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ" – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები