გიორგი ვაშაძე - ჩვენს სიტყვას გაცილებით დიდი ფასი აქვს ევროკავშირში, ვიდრე მაკა ბოჭორიშვილის, ვიდრე სხვების სიტყვას

ჩვენს სიტყვას გაცილებით დიდი ფასი აქვს ევროკავშირში, ვიდრე მაკა ბოჭორიშვილის, ვიდრე სხვების სიტყვას, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მისი პარტია ყველგან უჭერს მხარს ყველაფერს, რაც ევროკავშირთან არის დაკავშირებული.

"ჩვენს სიტყვას გაცილებით დიდი ფასი აქვს ევროკავშირში, ვიდრე მაკა ბოჭორიშვილის, ვიდრე სხვების სიტყვას. სანამ ეს ადამიანები ხალხის ინტერესის დაცვას არ დაიწყებენ, მუდმივად იქნებიან გაუგებრობაში.  ვინ გითხრათ, რომ მხარი არ დავუჭირეთ? რა სისულელეა. მაკა ბოჭორიშვილს ვუთხარით, რომ რამე თუ გინდა, რატომ არ მოხვედი და დაგველაპარაკე? რამე თუ კარგი უნდოდა ქვეყნისთვის, რატომ არავის არ დაელაპარაკა, რატომ არავის არ ესაუბრა?  

მაკა ბოჭორიშვილი ჩემთან არ მოსულა არანაირ საკითხთან დაკავშირებით. მაკა ბოჭორიშვილს ჩემთვის თანასპონსორობა არ შემოუთავაზებია. უფრო მეტს გეტყვით, ჩვენ ყველგან ვუჭერთ მხარს ყველაფერს, რაც ევროკავშირთან არის დაკავშირებული", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ქართული ოცნების" ინიციატივა ევრონესტზე, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო ვერ გავიდა. ინიციატივას ხელი ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა არ მოაწერეს. დოკუმენტში მოწოდებული იყო, რომ ევროკავშირს სასწრაფოდ გაეხსნა მოლაპარაკებები 3 კანდიდატი ქვეყნისთვის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები