ღარიბაშვილის კლანი კახეთში

ღარიბაშვილის კლანი კახეთში

ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად მეორედ დანიშვნის შემდეგ, მისი ე.წ. "კახური კლანი“ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. ეს კლანი განსაკუთრებული გავლენებით სარგებლობს და ასე გამოიყურება:

კლანის სათავეშია თამაზ თამაზაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი.

კლანის ყველაზე აგრესიული და გავლენიანი წევრია ზურაბ გონაშვილი, მეტსახელად "კაკაშა“, რომელიც თამაზ თამაზაშვილის მარჯვენა ხელია და მას აქვს ჩაბარებული შავი საქმეების მოგვარება. ის შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობს და აგვარებს ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს მთელი კახეთის მასშტაბით.

პრემიერ-მინისტრის ცოლის ნუნუკა თამაზაშვილის ნათესავი გიორგი ზედელაშვილი თბილისში, მასშტაბური მშენებლობის ბიზნესს განკარგავს და მას კომპანიები მესამე პირებზე აქვს გაფორმებული. მშენებლობის ბიზნესიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი მმართველი პარტიის დაფინანსებას ხმარდება, დიდი ნაწილი კი პრემიერ-მინისტრის ოჯახის კეთილდღეობას.

დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს წლების მანძილზე იკავებს პრემიერ-მინისტრის ცოლის ბიძა ნუგზარ პაპაშვილი. მას ამ პოზიციის დაკავებაში ეხმარება სიძე ირაკლი ღარიბაშვილი.

"ქართული ოცნების" პარტიულ კოორდინატორთა შორის, თავისი გავლენებით და სისასტიკით გამოირჩევიან თემურ მეტრეველი, რომელიც არის თამაზ თამაზაშვილის შვილის, ალექსანდრე თამაზაშვილის მეგობარი და თანაკლასელი. მეტრეველი წარსულში მკვლელობისათვის იყო ნასამართლევი, მაგრამ ღარიბაშვილმა ის თელავის სახანძრო სამსახურის უფროსად დანიშნა.

დედოფლისწყაროს რაიონში თავისი გავლენებით და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ სასტიკი მოპყრობით გამოირჩევა მიხეილ ნასრაშვილი, რომელიც არის ტარიელ ღარიბაშვილის ნათლული. ასევე ოპოზიციური ამომრჩევლის დაშინების ფაქტებზე არაერთხელ ამხილეს ირაკლი შიოლაშვილი და ნიკოლოზ ჯანიაშვილი, რომლებიც არიან ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები და „ქართული ოცნების“ პარტიული კოორდინატორები დედოფლისწყაროში.

ირაკლი ღარიბაშვილის პენსიონერი მამა ტარიელ ღარიბაშვილი, ყველაზე მდიდარი პენსიონერი გლეხია მთელს კახეთის რეგიონში. იმდენად მდიდარი, რომ მას შეუძლია დააფინანსოს კერძო ჩარტერის ღირებულება, რომლითაც მისი შვილიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. რა თქმა უნდა, მას ოფიციალურად ეს შემოსავლები ბიზნესიდან არ უფიქსირდება, მაგრამ მისი ქონება ყოველწლიურად მილიონობით იზრდება.

ღარიბაშვილის ოჯახური კლანის გავლენიანი წარმომადგენლები დასაქმებული არიან ძალოვან სტრუქტურებშიც. მაგალითად, გიორგი ბუბუნაური, კახეთის სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსანი, სანდრო იაკობაშვილი, კახეთის სამხარეო სამსახურის მაღალჩინოსანი, გიორგი ბენაშვილი კახეთის სამხარეო სამსახურის მაღალჩინოსანი, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მთელი კახეთის რეგიონის მასშტაბით იღებენ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს. თამაზ თამაზაშვილთან შეთანხმებით ქმნიან ბიზნესმონოპოლიებს და ანაწილებენ ბიზნესებს.

პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ბიზნესმენებიც, რომლებიც მმართველი პარტიის მხარდაჭერის სანაცვლოდ, იღებენ ბიზნესის კეთების უფლებას. თამაზ თამაზაშვილის კარის ბიზნესმენები არიან გიორგი ჯაბიძე, ზურაბ ჩხაიძე, შამილ ქორთოშაძე და მისი პარტნიორი ავთანდილ ჯამრულიძე, გიორგი ბურჭულაძე და ნანა ბუხრაშვილი და სხვები. ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც „ქართული ოცნებას“ არჩევნების დროს ეხმარებიან, როგორც ფინანსურად, ასევე ამომრჩევლის გადაბირებაში და მოსყიდვაში,  რომ მათ ხმა მისცენ მმართველი პარტიის კანდიდატებს.  ამის სანაცვლოდ ეს ე.წ. "სამთავრობო ბიზნესმენები" მთავრობის მხრიდან სარგებლობენ სხვადასხვა ტიპის შეღავათებით და ხელშეუხებლობის გარანტიებით. "საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა მონაცემები, სადაც ნათლად ჩანს პოლიტიკური კორუფციის ნიშნები.

ღარიბაშვილის კლანის და "ქართული ოცნების“ დამცველთა რიგებშია ე.წ. "მოჭიდავეების დაჯგუფება, რომელსაც ხელმძღვანელობს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე. ამ დაჯგუფებას იყენებს საქართველოს მთავრობა ოპოზიციის საპროტესტო აქციების დასარბევად და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ცემისთვის.

ღარიბაშვილის კლანის ანგარიშზეა უამრავი ძალადობრივი და სამოხელეო დანაშაული, რაზედაც შეშინებული ხალხი დღეს ხმამაღლა ვერ საუბრობს და ელოდება, რომ შეიცვლება მთავრობა და ყველა ეს ადამიანი მკაცრად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

უახლესი ამბები