პაატა მანჯგალაძე - ხალხი მხარს დაუჭერს ცვლილებებს, ეს ძალიან კარგად იცის კობახიძემ, თუმცა რაზეც ოცნებობს, ის უნდა რეალობად გაასაღოს

კობახიძე თავად რაზეც ოცნებობს, ის უნდა, რომ რეალობად გაასაღოს. ხალხს უნდა ცვლილებები, - ამის შესახებ Front News-ს პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ცვლილებების დროა და ეს მოსახლეობამ კარგად იცის.

"აქ მარტივია, საქართველოს მოსახლეობას სურს ცვლილებები, თუ მოსწონს, ის რაც ხდება ქვეყანაში? ის, რომ 800 000 ადამიანი გაიქცა საქართველოდან "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, მეტყველებს იმაზე, რომ ისინი კმაყოფილები არ არიან. არის მაღალი ფასები და არ არის შესაბამისი სამუშაო და ანაზღაურება. ბუნებრივია, რომ საქართველოს მოქალაქე მხარს დაუჭერს ცვლილებებს, ეს ძალიან კარგად იცის კობახიძემ, თუმცა თავად რაზეც ოცნებობს, ის უნდა, რომ რეალობად გაასაღოს.

ხალხს არ მოსწონს, რომ ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს, ხალხს არ მოსწონს, რომ "ქართული ოცნების" ჯგუფი მცირე მდიდრდება და თავად კი ღარიბდება, ხალხს არ მოსწონს, რომ 30 000 ადამიანი მარტო 2023 წელს ითხოვდა თავშესაფარს ევროპაში. ამერიკაში ადამიანები გარბიან მექსიკიდან და ხან ნიანგი ხვდებათ და ხან კრიმინალური კარტერი, ეს ნიშნავს, რომ ხალხს უნდა ცვლილებები", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ დღევანდელი მონაცემებით "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს პარლამენტში და ოპოზიცია ძალიან მძიმედ აგებს არჩევნებს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები