"ბაკურიანის განვითარების სააგენტოს" ორგანიზებით უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა

სსიპ "ბაკურიანის განვითარების სააგენტოს" ორგანიზებით უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დაბა ბაკურიანში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანია მიმდინარე წელს წყლისა და წყალარინების პროექტირება-მშენებლობის მასშტაბურ პროექტებს იწყებს. დაგეგმილია წყალმომარაგების ახალი ქსელის, მაგისტრალური მილების, რეზერვუარების, წყლის სათავე და გამწმენდი ნაგებობების, ასევე სატუმბი სადგურის მოწყობა, გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია-გაფართოება და წყალარინების ქსელის მშენებლობა.

ამასთან, ბაკურიანში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, გზების რეაბილიტაციის პროექტების განხორციელებას გეგმავს.

შეხვედრის ფორმატი მიზნად ისახავდა დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართული ორგანოებისა და კომპანიების სრულ კოორდინაციასა და შესასრულებელი სამუშაოების თანმიმდევრულობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის; ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის; ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს; ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს; სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“; საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის; საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის; საკომუნიკაციო ქსელებისა და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები.