ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის სამუშაოები გრძელდება

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა. ამ დრომდე ზვავში ერთ მამაკაცს ეძებენ, მისი მდგომარეობა უცნობია.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე  ვერტმფრენიც. 

ადგილობრივების ცნობით, ადგილი რთული და მიუვალია, რაც სამძებრო სამუშაოებს ართულებს.

"მაშველები ეძებენ, მაგრამ ჯერ უშედეგოდ. ძალიან ღრმა მასაშია ჩაფლული. მაქსიმუმ 5-6 მეტრიაო ამბობენ თოვლზე, მიუდგომელი ადგილია, ძალიან რთულია, ვერტმფრენი ვერ უდგება, ვერაფერი ვერ უდგება. ფეხით მისვლაც ძალიან რთულია. ვერტმფრენი დილიდან დაფრინავს, ბაკურიანელი ბიჭებიც შეგროვდნენ საძებრად. თვითონ დიტო გამოცდილი მოთხილამურეა", - განაცხადა ადგილობრივმა. 

28 მარტს, ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა. ჯგუფში, რომელიც ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე ბურანებით გადაადგილდებოდნენ, სულ 5 პირი იყო. სტიქიას 4 მათგანი გადაურჩა, ერთს კაცს კი  მაშველები ამ დრომდე ეძებენ.