წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი ახალგაზრდებთან შეხვედრებს აგრძელებს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ახალგაზრდებთან შეხვედრებს აგრძელებს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თვითმმართველობის პირველი პირი ქალაქის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად პროექტის - "მოსწავლეები თემის საჭიროებებს ვაგვარებთ მუნიციპალიტეტთან ერთად“ ჩატარებულ აქტივობებს გაეცნო.

მე-4 საჯარო სკოლის დირექტორმა მაია ქობულიამ მუნიციპალიტეტის მერს პროექტის მიზნების, ჩატარებული კვლევის შედეგებსა და დაგეგმილი კეთილმოწყობითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"მე ყოველთვის ყურადღებით ვუსმენ ახალგაზრდებს. მიხარია, რომ ისინი აქტიურად არიან ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მჯერა, რომ ჩვენ ერთობლივად წყალტუბოს განვითარების მიმართულებით ბევრ პროექტს განვახორციელებთ", - აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.

შეხვედრის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერი საუკეთესო იდეებისა და სამომავლო გეგმების განხორციელებაში მხარდაჭერას დაჰპირდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები