ხატია დეკანოიძე - სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების ხელმისაწვდომობას

გამოწვევაა არჩევნებში მონაწილეობისთვის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი, ეს ფაქტორები კი უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხელს უშლით საარჩევნო უფლების გამოყენებაში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს კონკრეტული კითხვები გაუგზავნა, სადაც ყურადღება გამახვილებული იყო ემიგრანტების არჩევნებზე ჩართულობის პირობებზე. 

"ამ ფონზე, ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არჩევნების დღეს საარჩევნო უბნამდე დიდი მანძილის გავლა, გამოწვევა არის არჩევნებში მონაწილეობისთვის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი, ეს ფაქტორები კი უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხელს უშლით საარჩევნო უფლების გამოყენებაში. საქართველოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 37 ქვეყანაში 50 უბანი იყო გახსნილი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 12 247-მა ემიგრანტმა, რაც ძალიან დაბალი რიცხვია მაშინ, როცა, სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, ქვეყნიდან მილიონამდე ადამიანია საზღვარგარეთ გასული. აქტივობის ეს რიცხვი ადასტურებს, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების ხელმისაწვდომობას. ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების შესაძლებლობის გაზრდისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობა მმართებს.

საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

უცხოეთის რომელ ქალაქებშია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, სადაც, დღეის მდგომარეობით, შეიძლება გაიხსნას საარჩევნო უბნები? საქართველოს რამდენი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე თითოეულ ამ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ, კონკრეტულად რომელ ქალაქში ან ქვეყანაში რამდენი მოქალაქე იმყოფება აღრიცხვაზე; საგარეო საქმეთა სამინისტრო გახსნის თუ არა დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, თუნდაც დროებითი დიპლომატიური წარმომადგენლობა საარჩევნო მიზნებისთვის იმ ქვეყნებსა და ქალაქებში, სადაც საქართველოს მოქალაქეები, სულ მცირე, 50 მოქალაქე მოითხოვს საარჩევნო უბნის გახსნას; საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს თუ არა ემიგრანტებისთვის საინფორმაციო კამპანიების წარმოებას მათი არჩევნებში მონაწილეობის გაზრდის მიზნით, მათ შორის, საინფორმაციო კამპანიებს საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, ხოლო თუ გეგმავს, რა ტიპის აქტივობებია დაგეგმილი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები