მიხეილ სააკაშვილი - გამარჯვების მერე პირველი კანონი, რასაც ჩვენ მივიღებთ, ეს იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ

"ნაციონალურ მოძრაობის" - "გამარჯვების პლატფორმის" გამარჯვების მერე პირველი კანონი, რასაც ჩვენ მივიღებთ, ეს იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მან ყველა იმ რეფორმაზე ისაუბრა, რომელსაც მისი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში გაატარებს.

"ნაციონალურ მოძრაობის" - "გამარჯვების პლატფორმის" გამარჯვების მერე პირველი კანონი, რასაც ჩვენ მივიღებთ, ეს იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ. მეორე კანონი იქნება, რომ გავამარტივოთ ქართველების უკან დაბრუნება. მესამე იქნება ბიზნესსტიმულირების ფონდის შექმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმნით პირობებს, რომ მცირე ბიზნესები შეიქმნას, ქართველები აღარ წავიდნენ აქედან და ვინც წასულია დაბრუნდნენ.

გლეხები თავისი მიწის ნაცვლად მუშაობენ სხვის მიწაზე და შემდეგი კანონი იქნება ის, რომ ყველა სახელმწიფო მიწა გადავა კერძო საკუთრებაში, გლეხებს ექნება შეღავათიანი პირობები მათი გამოსყიდვის, ასევე, ნულ პროცენტზე დავა აგრარული სესხების პროცენტი. შემდეგი კანონი კი იქნება ამნისტია. 

როგორ შეიძლება საქართველოსნაირ ქვეყანაში უმუშევრობა იყოს, ჩვენი გეოგრაფიის, ჩვენი რესურსების ქვეყანაში. ეს საერთოდ იმდენად არაბუნებრივი პროცესია, რომ მე ამაში ლოგიკას ვერ ვპოულობ, თუ არა ხელოვნურად გამოწვეული ტექნოლოგიური მოვლენა. საქართველო გახდა ხალხთა გადასახლების პუნქტი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან წინასაარჩევნო პროცესებსა და პატარა პარტიების ბარიერის ვერგადალახვის საშიშროებაზეც ისაუბრა.

"მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს. პრობლემატურია, მათ შორის, მთლიანად ოპოზიციისთვის და ქვეყნისთვის. ეს საფრთხე არის ძალიან რეალური, ამიტომ "ნაციონალურ მოძრაობას" - "გამარჯვების პლატფორმას" მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება, გამარჯვებაში მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები