წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.

გენადი ბალანჩივაძემ მრჩეველთა საბჭოს წევრებს საქართველოს მთავრობის N734 განკარგულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კურორტ წყალტუბოში განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო ლოკაციად ცივი ტბა და ცენტრალური პარკის ტერიტორია განისაზღვრა.

ამ საკითხზე მერის მრჩეველთა საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია გააცნო ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა მარეხი კანკაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საპროექტო - სახარჯთაღთრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამუშაოების შესრულებისთვის გამოცხადდა ტენდერი, უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და ცივი ტბის ტერიტორიაზე სამუშაოები დაიწყო.

ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის ტერიტორიების რეაბილიტაციისთვის 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროექტის დასრულების ვადად 3 წელია განსაზღვრული.

მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით მეორე და მესამე საკითხები საბჭოს თავმჯდომარისა და მდივნის არჩევას ითვალისწინებდა. საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მოქმედი თავმჯდომარის (შპს „ჰერბიას“ დამფუძნებლის), ზურაბ ჯანელიძის კანდიდატურას, უცვლელად დატოვეს მდივნის პოზიციაც, - მომავალშიც მრჩეველთა საბჭოს მდივანი საზოგადოება „ძველი წყალტუბოელების“ დამფუძნებელი და წარმომადგენელი მარინა ჭავჭანიძე იქნება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები