სალომე ზურაბიშვილი - დიასპორისთვის ხმის მიცემის საშუალების გაზრდა უმნიშვნელოვანესია

პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილი ცესკოს თავმჯდომარეს, კომისიის წევრებსა  და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს ხვდება. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო პროცესზე სასაუბროდ დაიბარა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დიასპორისთვის არჩევნებზე ხმის მიცემის საშუალების მიცემა უმნიშვნელოვანესია.

"ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კანონი არსებობს, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ თუ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და თუ 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, იმ ადამიანებმა მოითხოვონ და მიიღონ საშუალება, რომ იქ გაიხსნას საარჩევნო უბანი. ამაზე კანონი არსებობს ერთი მხრივ და მეორე მხრივ, გვეუბნებიან ძალიან ოფიციალურად პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვები, რომ არა, ვერ და არ შევასრულებთ ამ კანონსო. იმას კი არ გვეუბნებიან, რომ ნაწილობრივ მაინც, რამდენი უბანიც შესაძლებელი იქნება იმდენს გავხსნით, კატეგორიულად არის გაცხადებული, რომ არა, შეუძლებელია, ხან რესურსები არ გვაქვს, ხან ყოველ "პადიეზდში" არ გავხსნითო. ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ტერმინებია და არანაირი პასუხი არ არის გაცემული იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს.  

დიასპორისთვის ხმის მიცემის საშუალების გაზრდა უმნიშვნელოვანესია. პრაქტიკულად ყველა ოჯახიდან არის ვიღაც წასული და ცხოვრობს საზღვარგარეთ. ამიტომ ეს არის ერთობლივი ინტერესი. დიასპორის ზოგ წარმომადგენლებთან გვქონდა საუბარი "სკაიპით" და ამას გავაგრძელებთ.  პირველი ხარვეზი არის, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მონაწილეობს ამ შეხვედრებში, პასუხისმგებლობას იხსნის, რაც გაურკვეველია, რადგან ყველაფერი სწორედ მისი ჩართულობით უნდა მოხდეს. ასევე საარჩევნო სარეგისტრაციო კამპანია ახლაა დასაგეგმი და ახლაა მნიშვნელოვანი და არა 4-5 თვეში. ჯერ არაფერი არ არის გაკეთებულია. შემდეგ ეტაპზე საარჩევნო აღრიცხვა-რეგისტრაცია, სიების გადმოცემა ცესკოსთვის ევალება საგარეო საქმეთა სამინისტროს. გადაჯაჭვულია ცესკო და საგარეო. ერთი მეორეს გარეშე წარმოუდგენელია და აქედან იბადება ხარვეზი. თუ არ არსებობს ერთობლივი სურვილი მუშაობის, მერე ყოველთვის შეიძლება პინგ-პონგი. ჩემი ბრალი არ არის, ის არ მაძლევს ინფორმაციას, ჩემი ბრალი არ არის, მათი პასუხისმგებლობაა და ეს უკვე დღეს გვესმის, ასე რომ, სანამ დროა, ეს უნდა გამოსწორდეს. და ამ შეხვედრების მიზანია, რომ ეს გამოსწორდეს და უნდა გამოსწორდეს ყველა ხარვეზი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები