სირსკი - თუ რუსები ხარკოვისკენ კვლავ წავლენ, ეს ქალაქი მათთვის საბედისწერო გახდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი ხარკოვზე რუსი ოკუპანტების შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, შეუძლებელია რაიმე ინფორმაციის იგნორირება მტრის შეტევითი მოქმედებებისთვის მომზადების შესახებ, მათ შორის დასავლური მედიის შეფასებების ხარკოვზე თავდასხმის ახალ საფრთხესთან დაკავშირებით.

"აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ ასეთ შესაძლებლობას. დღეს ჩვენ ვახორციელებთ სამუშაოების დიდ კომპლექსს ტერიტორიებისა და პოზიციების გამაგრებაზე, ვაყენებთ ბარიერების ყოვლისმომცველ სისტემას და ვგეგმავთ ჩვენი ჯარების გამოყენებას ასეთი ქმედებების შემთხვევაში“, - განაცხადა სირსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე აქვთ საბრძოლო მოქმედებების გამოცდილება ხარკოვის რეგიონში.

ჩვენ მოვახერხეთ მტრის „გამოთვლა“ და ხარკოვის ოლქის მნიშვნელოვანი ნაწილის გათავისუფლება. სწორედ მაშინ მოხდა რუსეთის ფრონტის ფართომასშტაბიანი ნგრევა. თუ რუსები იქ კვლავ გადავლენ, ხარკოვი მათთვის საბედისწერო ქალაქი გახდება", - განაცხადა მთავარსარდალმა.

მსგავსი სიახლეები