სირსკი - კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ ტაქტიკური წარმატება

უკრაინის ჯარებმა გარკვეულ ტაქტიკურ წარმატება მიაღწიეს კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებით, ფრონტის სხვა სექტორებში ვითარება დაძაბულია, მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მტერი ცდილობს მიაღწიოს დონეცკის ოლქის საზღვრებს საჰაერო, რაკეტებისა და საარტილერიო საბრძოლო მასალის გამოყენებით.

"დღე და ღამე ოკუპანტები ახორციელებენ შეტევითი ოპერაციების ჯავშანტექნიკის გამოყენებით, ზოგიერთი მიმართულებით, დამპყრობლები ცდილობენ განახორციელონ თავდასხმითი ოპერაციები.

განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა ბახმუტის მიმართულებით, ჩასოვ იარის და კლიშჩიივკას აღმოსავლეთით; ავდეევკა - ბერდიჩევის, ორლოვკის, ვოდიანოვას, პერვომაისკის მიდამოებში; ნოვოპავლოვსკის - ნოვომიხაილოვკას რაიონში”, -  განაცხადა სირსკიმ.

მისივე თქმით, ჩასოვ იარი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ რჩება და მტრის ქალაქში შეღწევის მცდელობა  წარუმატებელი აღმოჩნდა.

"დაძაბული ვითარება რჩება ლიმანის, ორეხოვსკის და ხერსონის მიმართულებებშიც. დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე კრინოკის რაიონში დამპყრობლები ცდილობენ ჩვენი ჯარების განდევნას ხიდიდან.

ამავდროულად, ჩვენ გვაქვს გარკვეული ტაქტიკური წარმატება კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებით“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

მსგავსი სიახლეები