რომან გოცირიძე - ქალების შევიწროებით უნდათ, რომ ეს ადამიანები კვლავ შემოიყვანონ პარლამენტში

ფულიანი მამაკაცები ვერ პოულობენ თავიანთ ადგილს უკვე "ქართული ოცნების" სიაში და ქალების შევიწროებით უნდათ, რომ ეს ადამიანები კვლავ შემოიყვანონ პარლამენტში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ გენდერული კვოტის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის ყველა ქვეყანაში ქალთა კვოტირება ან კანონით განისაზღვრება, ან შიდაპარტიული წესებითაა დადგენილი.

"ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საკუთარი შიდაპარტიული მიზნები აქვს. არ არსებობს ევროპაში არცერთი სახელმწიფო, სადაც არ იყოს ქალთა კვოტები ან კანონით განსაზღვრული, ან შიდაპარტიული წესებით დადგენილი. ბობოლა, ფულიანი მამაკაცები ვერ პოულობენ თავიანთ ადგილს უკვე "ქართული ოცნების" სიაში და ქალების შევიწროებით უნდათ, რომ ეს ადამიანები კვლავ შემოიყვანონ პარლამენტში", - განაცხადა რომან გოცირიძემ.  

საპარლამენტო უმრავლესობა ეთანხმება გენდერულ კვოტირებაზე „გირჩის“ ინიციატივას და სანაცვლოდ ელოდება, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხს „გირჩი“ პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის არ გამოიყენებს. მანამდე „გირჩში“ განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას თუ დაუჭერს მხარს, „გირჩი“ „ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილ ნორმალურ კანდიდატს, მათ შორის კალანდარიშვილს, მხარს დაუჭერს“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები