ჯიმ რიში - თავდასხმები აშშ-ის მოქალაქეებზე კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ როგორ ღრმად შეტოპავს პუტინი

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში "ჰავანის სინდრომთან" დაკავშირებით გავლენიანი გამოცემების გამოძიებას ეხმაურება.

"ახალი ინფორმაცია The Insider-სგან და 60 minutes-სგან რუსეთის როლზე ჰავანას სინდრომზე. რუსეთის თავდასხმები აშშ-ის მოქალაქეებზე კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ როგორ ღრმად შეტოპავს პუტინი იმისთვის, რომ ამერიკას ზიანი მიაყენოს. ამის იგნორირება ან სხვა მხარეს გახედვა მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას", - წერს სენატორი სოციალურ ქსელში.

მსოფლიოს სამი გავლენიანი გამოცემა The Insider, 60 minutes და Der Spiegel ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს აქვეყნებს. მტკიცებულებების თანახმად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აუხსნელი ანომალიური ინციდენტები, ცნობილი, როგორც ჰავანის სინდრომი, შესაძლოა, რუსეთის  მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) 29155-ე ქვედანაყოფის წევრების მიერ ენერგეტიკული იარაღის გამოყენებით იქნეს გამოწვეული.

გამოცემა პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ამერიკელი დიპლომატების წინააღმდეგ აკუსტიკურ იარაღს იყენებდა. გამოცემის თანახმად, სამიზნე 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ცოლი გახდა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები