Politico - აშშ-ის სენატი სანქციების ორპარტიულ პაკეტს განიხილავს

ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არიან პასუხისმგებლები, შესაძლოა, ახალი ორპარტიული კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც ორი ამერიკელი სენატორი წარადგენს, სანქციები დაემუქროთ, - ამის შესახებ Politico წერს.

გამოცემა წერს, რომ პაკეტი - "ქართველი ხალხის აქტი" სენატს დღეს წარედგინება. 

Politico წერს, რომ აღნიშნული კანონპროექტი დააწესებს მოგზაურობის აკრძალვას და სხვა სანქციებს იმ ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი ედებათ "საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ხელის შეშლაში" და შეინიშნებიან "კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინსვლისა და მისი მიღების ხელშეწყობაში".

ის ასევე მოითხოვს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული დიალოგის სამუდამოდ შეჩერებას, რომლის ფარგლებში ორი ქვეყანა ერთად მუშაობენ უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებზე.

გამოცემის ცნობითვე, ორპარტიული კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მინიმუმ 50 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას „საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად“, ასევე ქვეყანაში „უცხოური მავნე გავლენების“ გამოძიებას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები