რომან გოცირიძე - ხალხი გამოვა გარეთ, ხელისუფლებამ აირჩია კონფრონტაციის გზა და რა თქმა უნდა, ამას არავინ შეარჩენს

იქნება ქუჩის აქციები, ხალხი გამოვა გარეთ. ხელისუფლებამ აირჩია კონფრონტაციის გზა და  რა თქმა უნდა, ამას არავინ შეარჩენს. ეს არის, ფაქტობრივად, რეპრესიების დაწყების კანონპროექტი არასამთავრობო სექტორის მიმართ, - ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ამ ქმედებით "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარი განაცხადა.

"საქართველოს მთავრობამ, ფაქტობრივად, ხელი აიღო ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს ისედაც ნათელი იყო, როცა რამდენიმე ისეთი კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა 9 რეკომენდაციას და გარდა ამისა, შემოაქვთ კანონი, რომელიც ხაზს უსვამს მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირთან დეკემბრის თვეში.

ხელისუფლებამ აირჩია კონფრონტაციის გზა, რა თქმა უნდა, იქნება ქუჩის აქციები და ამას არავინ არ შეარჩენთ. ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ძალაუფლების შენარჩუნება და არა ქვეყნის მომავალი და ევროინტეგრაცია. ძალაუფლება მათთვის არის ფული, ბიუჯეტის ძარცვა, პრივილეგიები, დაუსჯელობა და ხელშეუხებლობა - აკეთე რაც გინდა, მოიპარე, დააშავე რაც გინდა და თუ ხარ "ოცნების" კლანის წევრი, ყველაფერი შეგრჩება. გაუტკბათ ძალაუფლება. ეს არის, ფაქტობრივად, რეპრესიების დაწყების კანონპროექტი არასამთავრობო სექტორის მიმართ. იქნება აქციები, ქუჩაში გამოვა ხალხი", - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ’’. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები