"მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", გაიხმოს კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან"

13 ევროპული ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოში "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წარდგენასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და მმართველ პარტიას მოუწოდებენ, უკან გაიხმოს ის.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, ირლანდიის, დანიის, ნორვეგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ბელგიის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები.

"გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას პუტინის რუსეთის სტილის კანონის შინაარსის თაობაზე, რომელიც შექმნილია საქართველოს აქტიური პროევროპული სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზაციისა და შესუსტების მიზნით, მაშინ როცა ის ფართოდ არის ცნობილი, როგორც საქართველოს უდიდესი აქტივი და იმედი და აქვს რეპუტაცია, როგორც ყველაზე გამჭვირვალეს მსოფლიოში ბიუჯეტისა და დაფინანსების თვალსაზრისით;

ვითვალისწინებთ, რომ ამ კანონის ხელახალი შემოღება ძირს უთხრის საქართველოს მიერ მძიმე შრომით მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის თავისუფლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება არის დემოკრატიის საფუძველი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის; აღვიქვამთ ამას, როგორც მტრულ სვლას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის წინააღმდეგ და გამოვხატავთ  სერიოზულ შეშფოთებას ამის გამო;

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ იგი განახორციელებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 ნაბიჯს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე და რომ ამ დრომდე საქართველომ ამ რეკომენდაციებიდან მხოლოდ 3 შეასრულა;

შეგახსენებთ, რომ ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას საქართველოსთვის, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება და რომ ნაბიჯი 1 მოუწოდებს საქართველოს ებრძოლოს დეზინფორმაციას, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ;

მოვუწოდებთ მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ველით, რომ საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი.

ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოავლენს თავის სიმწიფესა და მონდომებას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის და დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებით იხელმძღვანელებს. ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დევს", - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები