რომან გოცირიძე - ადამიანი, რომელმაც ფაქტობრივად შეაჩერა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს

ადამიანი, რომელმაც აგენტების რუსული კანონი უკან შემოაბრუნა და ფაქტობრივად შეაჩერა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.

"ვერ მოაბა თავი ოპოზიციამ კორუმპირებული და პოლიტიკური დევნის პროცესში ჩართული მოსამართლეებისათვის და პროკურორებისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესების მოთხოვნით კამპანიის ორგანიზებას. რატომღაც ჩათვალეს, რომ ეს უპერსპექტივოა. სინამდვილეში ასე არ აღმოჩნდა.

აღნიშნულმა იდეამ პირველად "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართულ ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე გაიჟღერა. მომენტალურად “იმედმა” და სახელისუფლებო მედიამ ამ ინიციატივას მძაფრი კრიტიკით უპასუხა. წინა პლანზე გამოიტანეს სიტყვა “შავი სია” და თავის სიუჟეტებში გაატარეს აზრი, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში თუ დაბრუნდება, დაიწყებს რეპრესიებს. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ოპოზიციას უარი ეთქვა ამ იდეაზე.

მიუხედავად ამისა, პირადად მე სოციალური ქსელით, მედიის მეშვეობით თუ პარლამენტის ტრიბუნიდან, არაერთხელ ვამბობდი, რომ საჭირო იყო ასეთი სიის შედგენა და მისი გადაცემა დასავლეთის ქვეყნების საელჩოებისთვის, რათა მომხდარიყო ამ პირებისათვის სავიზო შეზღუდვის დაწესება. ყოველ მსგავს მცდელობაზე "იმედი" აცხობდა ნაცნობ სიუჟეტებს. ამის შემდეგ არავინ ავლენდა ენთუზიაზმს ამ საკითხის მიმართ.

მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში ჩემი ერთ-ერთი შეხვედრის დროს ვისაუბრეთ ამ საკითხზე. მას მოეწონა ეს იდეა და იქვე დაწერა საკუთარი აზრი. მისი მოსაზრება იყო, რომ მსგავს სიაზე ემუშავა არასამთავრობო სექტორთან შექმნილ კომპეტენტურ კომისიას. იმავე დღეს წერილი გადავეცი ეკა ხერხეულიძეს, რომელმაც იგი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე განათავსა. რა თქმა უნდა, ამას მომენტალურად მოჰყვა “იმედის” სიუჟეტები “შავი სიისა” და “სისხლისმსმელი რეჟიმის” შესახებ და ამ საკითხმა “ნაციონალურ მოძრაობაშიც” კი ვერ ჰპოვა მხარდაჭერა.

რამდენიმე თვის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ არ გასცა ვიზა სემინარზე მიწვეულ რამდენიმე მოსამართლეზე, ხოლო ცოტა მოგვიანებით კლანის ორგანიზატორ სამ კორუმპირებულ მოსამართლეს ოფიციალურად დაუწესა სავიზო სანქციები. შემდეგ უკვე, უკრაინული სანქციების კონტექსტში დასანქცირებული იქნა ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

ცოტა ხნის წინ “გირჩი - მეტი თავისუფლებამ ” და “დროამ” წამოიწყო ერთობლივი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ ადამიანების მხილებას, რომლებიც ჩართული არიან რუსული რეჟიმის სამსახურში და ანტიდასავლურ კამპანიაში. ამ პირების სია ქვეყნდება სპეციალურ ვებგვერდზე, იგი ასევე გადაეგზავნება დასავლეთის ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს და დასავლეთის ქვეყნების საემიგრაციო სამსახურებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სიის შედგენა ხდება ფართო შემადგენლობით ფორმირებული სპეციალური საბჭოს მიერ, ეს პროცესი ზედმეტად ვიწროპარტიული აღმოჩნდა და დიდი რეზონანსი ვერ ჰპოვა.

"ქართულ ოცნებას" და პირადად ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია პერსონალური სანქციების. ადამიანი, რომელმაც აგენტების რუსული კანონი უკან შემოაბრუნა და ფაქტობრივად შეაჩერა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. მის მიმართ სანქციების რეჟიმის გამოყენება უნდა იდგეს დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად. სამწუხაროდ, ჩემს ამ მოსაზრებას კვლავ უინტერესოდ შეხვდა ოპოზიციის ერთი ნაწილი (საპარლამენტოს ვგულისხმობ). ალბათ, კვლავ ჰგონიათ, რომ ასეთი მოთხოვნა უპერსპექტივოა. დრო გვაჩვენებს, რომ ეს ასე არ არის.

აგენტების კანონის მიღების შემთხვევაში ივანიშვილი ვერ გადაურჩება სანქციებს. ამას ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი", - წერს გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები