მილერი - მკაფიოდ ვამბობთ, რომ ვართ შეშფოთებული კანონპროექტით, თუ ეს საკითხი წინ წაიწევს, თვალი ადევნეთ

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს თუ მიიღებენ, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული - თუ ამ კანონს მიიღებენ, ის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე მუშაობენ, ზიანს მიაყენებს. ის უკან დახევს საქართველოს მისი ევროპული გზიდან, პრობლემას შეუქმნის დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც მოსახლეობას მაღალი ხარისხის ინფორმაციას აწვდიან. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, ჯერ არ მიუღიათ. ასე რომ, ნებისმიერი პოტენციური შედეგისადმი პატივისცემის გამო, დღეს არ ვაპირებ ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის განხილვას, რომელიც შეიძლება, გადავდგათ", - განაცხადა მილერმა.

ჟურნალისტი დაინტერესდა გამოიწვევს თუ არა რუსული კანონის მიღება აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესებას, რაზეც მილერმა უპასუხა:

"ახლა ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ ვართ შეშფოთებულები ამ კანონპროექტით, რაც შეეხება იმას თუ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, თუ მას მიიღებენ, დაგვაკვირდით. დღეს სათქმელი არაფერი მაქვს", - განაცხადა მილერმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები