ლევან ხაბეიშვილი - შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება

შესაძლოა, კანდიდატის სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ამ კანონის მიღების შემთხვევაში, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების მიზანი ევროპული მომავალია.

"მიზანი არის ძალიან მნიშვნელოვანი - საქართველოს უკეთესი, ევროპული მომავალი. შესაბამისად დღევანდელ დღესაც მსჯელობა იქნება საერთო სტრატეგიაზე და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს მომავალს არანაირი პოლიტიკური ნიშანი არ აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია ერთობა რა შემთხვევაშიც, მე დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ აუცილებლად საქართველოს მოქალაქეებისთვის სასიკეთო შედეგი დადგება.

ყველას კარგად ესმის ჩვენი ევროპელი, დასავლელი პარტნიორების რეაქცია, რომ შესაძლოა, კანდიდატის სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ამ კანონის მიღების შემთხვევაში. ცხადია, ეს დააზიანებს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა  და ჩვენი მომავლის ინტერესებს. 

დიახ, ძალიან სერიოზული პრობლემაა, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროკავშირის გზაზე შესაძლოა, შემაფერხებელი გახდეს ივანიშვილის ხელისუფლება. ნუ ატყუებთ ხალხს, ნუ იქნებით თანამონაწილე იმის, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე არის პრობლემა. ნუ იქნებით ამის თანამონაწილე, ნუ მოატყუებთ საზოგადოებას" , - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები