ლევან ხაბეიშვილი - თქვენი სამარკო ნიშანი სამწუხაროდ, გახდა ტყუილი და საზოგადოების გადაგდება

თქვენი სამარკო ნიშანი სამწუხაროდ, გახდა ტყუილი და საზოგადოების გადაგდება. რად გიღირთ, რომ ათი ათასობით მშვიდობიან მანიფესტანტს დაუპირისპირდეთ და ეს კანონი ისევ მიიღოთ?, -  ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტი უნდა იღებდეს ისეთ კანონებს, რომლებიც ემსახურება საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას.

"თქვენი სამარკო ნიშანი სამწუხაროდ, გახდა ტყუილი და საზოგადოების გადაგდება. მუდმივად, 2012 წლის შემდეგ ამას აკეთებთ ივანიშვილის ხელმძღვანელობით, დაჰპირდებით ადამიანს და მერე გადააგდებთ, დაჰპირდებით და მოატყუებთ. იგივე გააკეთეთ რუსულ კანონთან დაკავშირებით. ის კაცი მაინც გამოგეცვალათ, რომელმაც ბრიფინგი ჩაატარა და თქვა, რომ გავიწვიეთ რუსული კანონი უპირობოდო და ახლა ისევ ამ ადამიანს გააკეთებინეთ ეს, მდინარაძეს ვგულისხმობ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებთ ადამიანს, მუდმივად ასეთი ტყუილების თქმა უწევს.  თქვენ ამბობდით, რომ ერთი ადამიანის თმის ღერის ჩამოვარდნადაც კი არ გვიღირს არანაირი კანონიო, რა შეიცვალა ახლა? ახლა რად გიღირთ, რომ ათი ათასობით მშვიდობიან მანიფესტანტს დაუპირისპირდეთ და ეს კანონი ისევ მიიღოთ? რა შეიცვალა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში? ან როგორ შეგიძლიათ ახსნათ, რომ კრემლმა დაავალა იგივე კანონის მიღება საოკუპაციო რეჟიმს და რამდენიმე კვირაში თქვენ შემოარბენინეთ ეს კანონი. საქართველოს პარლამენტი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქის ინტერესებს და აქ უნდა მიიღებოდეს კანონები, რომლებიც ემსახურება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები