გიორგი ვაშაძე - მთელ საქართველოში უნდა გავერთიანდეთ, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ

გავერთიანდეთ ყველანი იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" რეპრესიული კანონი შემოაბრუნა, რაც ქვეყანას ევროკავშირისგან აშორებს.

"თითქოსდა შარშან ყველაფერი დამთავრდა, როცა ქართველმა ხალხმა უკუაგდო რუსული კანონი და ჩვენ გავხდით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალამ, რომელსაც უნდა ტოტალიტარული რეჟიმი დაამკვიდროს საქართველოში, კვლავ უკან შემოიტანა ეს რეპრესიული კანონი. კანონი, რომელიც გვაშორებს ევროკავშირს, კანონი, რომელზეც არ დარჩენილა არცერთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფო თუ ჩვენი მეგობარი პოლიტიკოსი ევროკავშირში, ამერიკაში, რომლებიც გვეუბნებიან, რომ თუ ეს კანონი იარსებებს საქართველოში, ჩვენი ქვეყანა ვერ გააგრძელებს ევროკავშირის მიმართულებით სვლას. ამიტომ დღეს ქუთაისიდან კიდევ ერთხელ ყველანი ვამბობთ - არა რუსულ კანონს და კი ევროკავშირს! ეს არის ჩვენი არჩევანი.

დღეს აქ ქუთაისში მინდა ვთქვა, არამარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში უნდა გავერთიანდეთ ყველანი იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები