თეა კატუკია - კანონპროექტი თავისი მიზნებითა და შინაარსით ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრების მცდელობას ემსახურება

აღნიშნული კანონპროექტი თავისი მიზნებითა და შინაარსით ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრების მცდელობას ემსახურება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში თეა კატუკია სოციალურ ქსელში წერს.

"ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირსა და საფრანგეთზე აპელირება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის დაინიცირების გასამართლებლად არის მიზანმიმართული სიცრუე, მავნებლობა და სრული დეზინფორმაცია. აღნიშნული კანონპროექტი თავისი მიზნებითა და შინაარსით ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრების მცდელობას ემსახურება.

"ქართული ოცნება" ვერ მიიღებს, არ მიიღებს და არ შეიძლება რომ მიიღოს, უკვე მეორედ ინიცირებული კანონი, რომლის ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნება კონსტიტუციით გამყარებული საქართველოს ევროპული არჩევანისა და ეროვნული ინტერესების ღალატის ტოლფასია. ჩვენი სვლა ევროპისკენ არის შეუქცევდი! სხვა დასასრული ამას ვერ ექნება! არა "რუსულ კანონს!" - წერს კატუკია.

თეა კატუკიამ თანამდებობა 2022 წლის 1 ივლისს დატოვა და მიზეზად საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან "მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა" დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Ftea.katukia%2Fposts%2Fpfbid0DJv9yR15gPFyjRFAUZwMBfBzZaDbttpJmq1bnypjxtPiaVEpd67VkgLcWvaNQmh8l&show_text=true&width=500" width="500" height="585" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>