ადვოკატი - ჩვენ ახლა მივდივართ პრეზიდენტთან, განცხადება გამზადებული გვაქვს

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის ლიკა ბითაძის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით დღესვე მიმართავენ.

"ჩვენ ველოდით ამ გადაწყვეტილებას, ბოლო განცხადებებით არაერთხელ დავაფიქსირეთ, თუმცა 9 წელს მაინც არ ველოდით. ჩვენ ახლა მივდივართ საქართველოს პრეზიდენტთან, კანცელარიაში, განცხადება გამზადებული გვაქვს, მასალები დიდი ხანია, უკვე მიტანილი გვაქვს, მხოლოდ განცხადებას ჩავაბარებთ და მივმართავთ შეწყალების თხოვნით", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი,როგორც დაცვის მხარე ვარაუდობდა. ამ შემთხვევაში, სასამართლომ მიიღო ყოვლად არასამართლიანი, დაუსაბუთებელი და სამარცხვინო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ, ეს იქნება სამოქმედო გეგმა, თუმცა სააპელაციო სასამართლოც ჩვენი ვარაუდით დატოვებს საქალაქოს გადაწყვეტილებას,თუ პრეზიდენტმა არ შეიწყალა ლაზარე", - განაცხადა ბითაძემ.

უახლესი ამბები