პროკურორი - მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა

კონკრეტულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით, მათ შორის არსებობდა დათვალიერების ოქმი, სადაც ბრალდებულმა საკუთარი თავი თავადვე ამოიცნო, - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მტკიცებულებები, რომელიც მოპოვებული იყო საქმეში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა.

"მტკიცებულებები არის, როგორც მოწმეთა ჩვენებების, ისე დაზარალებულების, რომელიც მოისმინა მოსამართლემ. 

მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ სხვადასხვა ექსპერტიზები ჩატარდა, მათ შორის განისაზღვრა კონკრეტული ზიანი ავტომობილებთან დაკავშირებით, რაც შეეხება დაზარალებულებს, ბრალდებულმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ისროლა პოლიციის თანამშრომლების მისამართით,  რამაც მათი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, სხეულის სხვადასხვა არეში მიიღეს სხეულის მძიმე დამწვრობა.

კონკრეტულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით, მათ შორის არსებობდა დათვალიერების ოქმი, სადაც ბრალდებულმა საკუთარი თავი თავადვე ამოიცნო. 

მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და ამოიცნეს ბრალდებული, ასევე შესაბამისმა ექსპერტიზამ დაადგინა ლაზარე გრიგორიადისის ვიდეოჩანაწერში არსებობის ფაქტი, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების კვალია აღმოჩენილი და სწორედ ამ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. 

უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულმა ადვოკატთან ერთად სხვა პოზიცია დააფიქსირა, შემდეგ კი შეცვალა ჩვენება. 

ადვოკატის მონაწილეობით ბრალდებულმა მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში დათვალიერების პროცედურაში, სადაც კონკრეტულ ვიდეოჩანაწერში თავად ამოიცნო თავისი თავი", - განაცხადა საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ.

სასამართლომ ერთი წლის წინ აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ოჯახი და ადვოკატები პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

უახლესი ამბები