თერჯოლაში დედაენის დღე აღნიშნეს

თერჯოლაში დედაენის დღე აღნიშნეს

თერჯოლაში დედაენის დღე აღნიშნეს.

14 აპრილს დედაენის დღესთან დაკავშირებით  დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში, კულტურის სახლის სცენაზე ღონისძიება ჩატარდა. დამსწრე საზოგადოებას დედაენის დღე მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, რომელმაც ქართული ენის ისტორიის და უნიკალურობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის ქართული ანბანის დაცვას და პატივისცემას.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დედაენის დღე ისტორიულ-რელიგიური რაკურსით მიმოიხილა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მიტროპოლიტმა გიორგი შალამბერიძემ. მან თავის მიმართვაში ეროვნული სიწმინდის - დედაენის გაფრთხილებისკენ მოუწოდა ახალგაზრდობას.

თერჯოლელ საზოგადოებას დედაენის დღე მიულოცეს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან შეყრილაძემ.

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტით გაგრძელდა. ეროვნულ მოტივზე აგებული პროგრამა წარადგინეს ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა: "საპოვნელა", "იმერეთი", "ჯეოგენი", "იმერეთი", "მასპინძელო", "იამე", "ჭიუხი".

რამდენიმე მუსიკალური და საცეკვაო ნომერი შეასრულეს  ა(ა) იპ თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის აღსაზრდელებმა, ასევე ეწერის, ახალთერჯოლის და სიქთარვის სკოლის უფროსკლასელებმა.

ღონისძიებაზე ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან ქეთევან შეყრილაძესთან ერთად წიგნებით დააჯილდოვეს 2022-2023 სასწავლო წლების კურსდამთავრებული წარჩინებული მოსწავლეები.

დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ, საქართველოს დამსახურებული პედაგოგები: დარეჯან სარალიძე და ეთერ ტურავა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ: მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს, რესურსცენტრის, სკოლების, ა(ა) იპების თანამშრომლები და მოსწავლე ახალგაზრდობა.

დედაენის დღის კვირეულის ფარგლებში თერჯოლაში კიდევ რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები