ლევან ხაბეიშვილი - რატომ არ გინდათ მშვიდად, დაძაბულობის, ნერვიულობის, დაპირისპირების გარეშე მიხვიდეთ არჩევნებამდე?

გააჩერეთ ეს კანონი, არჩევნებია ხუთ თვეში, მიეცით ხალხს მშვიდად ცხოვრების და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის " თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მოქალაქეებისთვის მიუღებელია.

"რატომ არ გინდათ მშვიდად, დაძაბულობის, ნერვიულობის, დაპირისპირების გარეშე მიხვიდეთ არჩევნებამდე? ხომ ხედავთ, რომ გარეთ ვნებათაღელვაა, შიგნით ვნებათაღელვაა, ეს არ არის კანონი, რომელიც აერთიანებს ხალხს, თქვენი ამოცანა უნდა იყოს საზოგადოების ერთობა, საზოგადოების დაქსაქსვით არ უნდა იყოთ დაკავებულები. რატომ შემოიტანეთ ახლა ეს კანონი? რატომ ემთხვევა, რომ აფხაზებს დაავალეს თებერვალში და ორ კვირაში თქვენ შემოიტანეთ, ეს რა, მართლა დამთხვევაა? 

არ ვიცი თქვენ გეფიქრებათ თუ არა ხაშურში წყალი იქნება თუ არა, მაგრამ საფრანგეთის მთავრობა ფიქრობს ამაზე და ფული არის გამოყოფილი 58 მილიონი, რომ წყალი იყოს ხაშურში. მაგალითად გარდაბანში არის ნიდერლანდების და გერმანიის თანხა წყალზე ასევე 200 მილიონი ლარი. მაგისტრალი რომ გიხარიათ, ეს არის დასავლური ფულით გაკეთებული, სკოლები რომ რემონტდება და ა.შ. ეს ყველაფერ იარის დასავლური ფულით გაკეთებული. ინტერნეტიზაციისთვისაც კი ასობით მილიონ ლარს ხარჯავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. 

გააჩერეთ ეს კანონი, არჩევნებია ხუთ თვეში, მიეცით ხალხს მშვიდად ცხოვრების და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ხუთი თვის მერე გაიმარჯვეთ და დაწერეთ ეს კანონი და მიიღეთ მქუხარე აპლოდისმენტებით. ხომ ამბობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გექნებათ და მიეცით ხალხს მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა და თუ მოგცემთ ხალხი ხმას ამ რუსული კანონით კი ბატონო, მაგრამ თქვენ თვითონვე იცით, რომ ეს ასე არ მოხდება.

და ბოლოს, სად იშოვა ივანიშვილმა ფული? სად იშოვა ფარცხალაძემ? რუსეთში და საქართველო გაძარცვა. მე შემიძლია მოგიტანოთ მტკიცებულებები ივანიშვილზე, ფარცხალაძეზე, ღარიბაშვილზე, რუხაძეზე და დაიწყეთ გამოძიება, იყოს გამჭვირვალე. 

საქართველოს მოსახლეობას უნდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და მიეცით ამ ხალხს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. გწყინთ რუსებს რატომ გვეძახითო და თებერვალში აფხაზებს დაავალეს, ახლა თქვენ. რუსეთი დასავლეთს ეუბნება, რომ გავლენა აქვს საქართველოზე და ის კანონი გავა, რომელიც მას სურს. ეს არის მთელი შინაარსი ამ კანონის და არ ვიცი შენ გეუბნებიან თუ არა ამის შესახებ, მაგრამ ეს არის მთელი სურათი. გაეცით ხალხს პასუხი - რატომ ჩქარობთ კანონის მიღებას?“, -  განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები