საია - საგანგაშოა ხელისუფლების მცდელობა, დაშალოს მშვიდობიანი დემონსტრანტები ყოველგვარი კანონისმიერი საფუძვლის გარეშე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებებს ეხმაურება.

"ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს მოწოდებას (21:43) მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი, რათა დაიშალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება აქტიური სპეციალური საშუალებები. საგანგაშოა ხელისუფლების მცდელობა, დაშალოს მშვიდობიანი დემონსტრანტები ყოველგვარი კანონისმიერი საფუძვლის გარეშე.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, "ქართულ ოცნებას", არ მიმართოს ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ პრაქტიკას და მისცეს მშვიდობიან დემონსტრანტებს შეკრების უფლების რეალიზების შესაძლებლობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციასთან დაკავშირებით უკვე ორი განცხადება გაავრცელა.

"იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები  არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გასცდებიან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველები წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.

სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები