რომან გოცირიძე - ელოდა სანქციებს! გასაქცევი ადგილიც კი არ აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხესიმაგრედ ქცევას

ამწუთას, მოულოდნელად, "ქართულმა ოცნებამ" შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები. კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდებს ოფშორული აქტივების 100 პროცენტს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე წერს. 

"ახლა ნათელი მოეფინა, თუ რატომ აყიდინა ეროვნულ ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო და რატომ ჩამოაქვთ საქართველოში დასასაწყობლებლად. 

ელოდა სანქციებს!

გასაქცევი ადგილიც კი არა აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხესიმაგრედ ქცევას. 

ვერ დაეპატრონება ქვეყანას. არ იცნობს ქართველ ხალხს", - წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები