თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ზედა სიმონეთის საუბნო გზის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა

რეგიონული განვითარების  და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თერჯოლაში მე-18 საგზაო პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს. 

საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის მონიტორინგის ფარგლებში ხორციელდება.

მანუჩარ რობაქიძემ ამჯერად, ზედა სიმონეთის საუბნო გზის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ჯემალ ისაკაძესთან  და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან  ერთად, ადგილზე  გაეცნო აბჟანდაძეების უბანში - 2,6 კილომეტრიან საგზაო მონაკვეთზე, მიმდინარე სამუშაოებს.

როგორც აღნიშნულ ობიექტზე პასუხისმგებელი შპს "გიანის" წარმომადგენლები აცხადებენ, სოფელს კეთილმოწყობილი გზა ერთ თვეში ჩაბარდება, ამის შემდეგ კი აბჟანდაძეების ქუჩის მცხოვრებლები შეძლებენ მათთვის პრიორიტეტული ხარისხიანი გზით ისარგებლონ.

თერჯოლაში, რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს ასევე სამი უმნიშვნელოვანესი პროექტი: მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაცია; ვ.კუბლაშვილის სახელობის  მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია და სოფელ ძევრის წლის სისტემის რეაბილიტაცია.

მსგავსი სიახლეები