რომან გოცირიძე - ყველა დეპუტატი, ვინც ამ კანონს დაუჭერს მხარს, დადგება სანქციების საფრთხის წინაშე

ქვეყანას დაეკარგება ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა, არავითარი მოლაპარაკება არ დაიწყება დეკემბერში და საქართველო კიდევ რამდენიმე ნაბიჯით დაშორდება მოლდოვასა და უკრაინას, - ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღებით პერსონალური სანქციების საკითხიც დადგება.

"ქვეყანას დაეკარგება ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა, შეჩერდება ეს პროცესი და არავითარი მოლაპარაკება არ დაიწყება დეკემბერში და საქართველო კიდევ რამდენიმე ნაბიჯით დაშორდება მოლდოვასა და უკრაინას. ეს ყოველივე დიდ ზიანს მოუტანს ქვეყნის რეპუტაციას, მის უსაფრთხოებას და ქვეყანა ვერ მიიღებს იმ ფინანსურ-ეკონომიკურ თუ სხვა სიკეთეებს, რაც კანდიდატი ქვეყნისთვის არის გამოყოფილი.

რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, ეს არ არის მარტივი, მაგრამ როგორც  ჩვენ დავინახეთ, მოსამართლეებისა და ყოფილი პროკურორების სახით, არც თუ ისე შეუძლებელი ყოფილა. ამიტომ, ყველა დეპუტატი, ვინც ამ კანონს დაუჭერს მხარს, დადგება სანქციების საფრთხის წინაშე, მაგრამ ეს ამ რეზოლუციის მიღების ავტომატურად არ ხდება, რეზოლუცია მიმართულია ევროკავშირისადმი და ევროკავშირში შემავალი მთავრობებისადმი. ეს სანქციები იქნება დამოკიდებული ორ რამეზე: მიიღებენ თუ არა ამ კანონს და მეორე - გააყალბებენ თუ არა არჩევნებს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები