სტოლტენბერგი - უკრაინის ადგილი ნატოშია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადაწყვეტილება ივლისის სამიტზე მიიღება

უკრაინის ადგილი ნატოშია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოკავშირეებმა მიაღწიონ კონსენსუსს ვაშინგტონში ივლისის სამიტზე ქვეყნის ალიანსში მოწვევის შესახებ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დღეს განვიხილეთ ნატოს ივლისის სამიტისთვის მზადება. ამიტომ, ბატონო პრეზიდენტო, მოუთმენლად ველი შესაძლებლობას მოგესალმოთ ვაშინგტონში ამ შეხვედრაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინას ნატოში ღირსეული ადგილი უკავია და წევრი ქვეყნები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ უკრაინელები გაწევრიანდნენ ალიანსში.

"იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ, ჩვენ გვჭირდება, რომ ალიანსის ყველა წევრი დაეთანხმოს არა უმრავლესობას, არამედ კონსენსუსს, რათა 32-ვე წევრი დაეთანხმოს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ აუცილებელია უკრაინა გახდეს რაც შეიძლება თავსებადი, სრულად დააკმაყოფილოს ნატოს ყველა სტანდარტი და როდესაც პოლიტიკური პირობები იქნება, ის გახდება წევრი.

"და რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ სამხედრო მხარდაჭერის კუთხით, არის ნაწილი იმისა, რაც უზრუნველყოფს უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, განიხილება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების შესაძლებლობები, ისეთი ძალების და საშუალებების მიწოდება, რომლებიც მომავალში უკრაინის შეიარაღებული ძალების ალიანსში ადგილს უზრუნველყოფს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები