რომან გოცირიძე - დანაშაულებრივი განცხადების თანამონაწილეები იყავით თქვენ, ქართველი ხალხი და ისტორია დაგსჯით!

ლუკაშენკოსა და ლავროვსაც გადაასწრო. კარიკატურული ფაშიზმის იდეოლოგია ვიხილეთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელმა შეკრებამ ყველაფერი გამოააშკარავა.

"გუშინდელმა შეკრებამ და ბიძინა ივანიშვილის ანტიქართულმა, ანტიდასავლურმა, აშკარად პრორუსულმა განცხადებებმა ნათელი მოჰფინა ყველაფერს. თუკი, ვინმე გულუბრყვილო იყო ქვეყანაში და ეგონა, რომ რაღაც პუტინისტური ფრაქციის „ხალხის ძალის“ ექსკლუზიური და ორიგინალური ბოდვები იყო, რასაც ისინი საუბრობდნენ, ბიძინა ივანიშვილმა  გუშინდელი თავისი განცხადებებით არათუ "ხალხის ძალას", არამედ, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც გადაასწრო. კარიკატურული ფაშიზმის იდეოლოგია ვიხილეთ, მან "ქართული ოცნების" დოქტრინა გამოაცხადა, რომელიც ქვეყნის დასავლური ორბიტიდან მოწყვეტას და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რუსეთის მხარდაჭერით და ზურგით, საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას ცდილობს. 

დანაშაულებრივი განცხადების თანამონაწილეები იყავით თქვენ, მოღალატეობრივი პროგრამის გამოცხადების დროს მასთან ერთად ტრიბუნასთან იდექით, თქვენ ქართველი ხალხი და ისტორია დაგსჯით!", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები