ანრი ოხანაშვილი - დეტალურად მიმოვიხილეთ ბოლო პერიოდში "საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ანრი ოხანაშვილი სტუმრებს „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე და ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე ესაუბრა.

"მათი მთავარი ამოცანაა გაეცნონ თუ როგორ მოემზადა ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ დეტალურად მიმოვიხილეთ ბოლო პერიოდში „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები.

უმნიშვნელოვანესია, რომ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის პრაქტიკულად ყველა ძირითადი რეკომენდაცია შესრულებული გვაქვს. მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ პირველად ჩატარდება სრულმასშტაბიანი საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული აპარატურის გამოყენებით. შესაბამისად, ეს არის სიახლე, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების სწრაფად მიღებას. რაც მთავარია, ასევე შემოტანილი გვაქვს ხმის გადათვლის ავტომატური მექანიზმები, რომელიც გამორიცხავს რაიმე ტიპის მანიპულაციას და არჩევნების გაყალბების რისკს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები