თერჯოლის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მე-12 კლასელებს სწავლის დამთავრება მიულოცეს

საქართველოს საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა.

თერჯოლაში სკოლების მე-12 კლასელებს მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილმა სკოლის დამთავრება მიულოცეს, წარმატებები უსურვეს ცხოვრების ახალ ეტაპზე და თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს.

მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, წელს პირველად, სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით, ყველა სკოლის მეთორმეტე კლასი ექსკურსიისთვის საჩუქრად განსაზღვრულ თანხას მიიღებს.

"დღეს განსაკუთრებული დღეა მეთორმეტეკლასელთა ცხოვრებაში, ემოციური და ამაღელვებელი. თითოეული მოსწავლე ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. მე მჯერა, რომ ისინი ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ ცხოვრების ახალ საფეხურზე და ჩამოყალიბდებიან ნამდვილ  პროფესიონალებად, მათ მიერ შერჩეულ სფეროში", - განაცხადა მანუჩარ რობაქიძემ.

სკოლის დამთავრება მუნიციპალიტეტის სკოლების მეთორმეტეკლასელებს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმაც მიულოცეს.

2024 წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლა 250-მდე მეთორმეტეკლასელმა დაასრულა.

მსგავსი სიახლეები