სიმონას შატუნასი - ევროპულმა საბჭომ უნდა განიხილოს საქართველოში განვითარებული მოვლენები

"უცხოური გავლენის აგენტის" კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებსა და ღირებულებებს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სიმონას შატუნასმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ევროპულმა საბჭომ უნდა განიხილოს საქართველოში განვითარებული მოვლენები.

"გვჯერა, რომ გაფართოებისთვის ახლა სწორი დროა. ივნისში ჩვენ გვექნება კონფერენცია უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, რაც შეეხება საქართველოს, საქართველოზე აუცილებლად ვიმსჯელებთ. საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს თავის ხალხს.

უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს და ღირებულებებს, ამიტომ ევროპულმა საბჭომ უნდა ისაუბროს საქართველოში განვითარებულ პროცესებსა და შედეგებზე, რომელიც საქართველო-ევროკავშირის გზაზე ამას მოჰყვება", – განაცხადა სიმონას შატუნასმა ევროპულ საქმეთა მინისტერიალზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები