რას ითვალისწინებს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ევროკავშირისგან

უკრაინამ და ევროკავშირმა დღეს, 27 ივნისს, უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ითვალისწინებს უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებას და არა მარტო, - ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

დოკუმენტის ტექსტის მიხედვით, ევროკავშირი იღებს ვალდებულებას უკრაინას მიაწოდოს ლეტალური და არალეტალური იარაღი. კერძოდ, ამას ითვალისწინებს ახლახან შექმნილი უკრაინის დახმარების 5 მილიარდიანი ევროს ფონდის ინიციატივა.

ევროკავშირმა ასევე პირობა დადო, რომ დააჩქარებს უკრაინისთვის საჭირო დახმარების გაწევას 1 მილიონი ჭურვის და რაკეტის ინიციატივის ფარგლებში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების წვრთნას, მათ შორის უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის (EUMAM) მეშვეობით.

"მომავალი სასწავლო მიზნები მუდმივად უნდა იყოს მორგებული რაოდენობისა და უნარების თვალსაზრისით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განსაზღვრული საბრძოლო მოთხოვნების შესაბამისად და პარტნიორებთან კოორდინირებით“, - აღნიშნულია შეთანხმებაში.

უკრაინა და ევროკავშირი წვლილს შეიტანენ თავდაცვის საწარმოებს შორის თანამშრომლობას. ეს მოიცავს უკრაინის მონაწილეობას ერთობლივ შესყიდვებში და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერას წარმოების გაზრდაში.

ევროკავშირი და უკრაინა შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე ცეცხლსასროლი იარაღის, მსუბუქი და მცირე იარაღის უკონტროლო ბრუნვის აღსაკვეთად.

"ევროკავშირი და უკრაინა ასევე აქტიურად გამოავლენენ და დაუპირისპირდებიან რუსეთის საინფორმაციო მანიპულაციას ამ სფეროში“, - ნათქვამია შეთანხმებაში.

ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ენერგეტიკისა და ბირთვული უსაფრთხოების მხარდაჭერას. კერძოდ, გაერთიანების სამოქალაქო დაცვის მექანიზმი (UCPM) გააგრძელებს უკრაინის ენერგეტიკული სექტორის დახმარებას აღჭურვილობისა და სერვისების სახით.

ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ბლოკში გაწევრიანების განზრახვის მხარდაჭერას. ამავდროულად, უკრაინა იღებს ვალდებულებას განახორციელოს მთელი რიგი რეფორმები, მათ შორის კანონის უზენაესობის სფეროში.

ევროკავშირი შეეცდება მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი ქვეყანა უკრაინაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მხარდასაჭერად, რომელიც დაეფუძნება გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

"მოლაპარაკებების რეალური პირობების შესახებ გადაწყვეტილებას უკრაინა მიიღებს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროკავშირი იღებს ვალდებულებას გააგრძელოს უკრაინის ფინანსური დახმარება, მათ შორის პროგრამის Ukraine Facility ფარგლებში 50 მილიარდი ევროთი.

როგორც შეთანხმებაშია აღნიშნული, უკრაინა და ევროკავშირი გააგრძელებენ რუსეთზე ზეწოლას, რათა შეარყიოს მისი უნარი ომის წარმოებისთვის. ეს ეხება მათ, ვინც ფინანსურ დახმარებას უწევს რუსეთის ფედერაციას და მესამე ქვეყნებს, რომლებიც ეხმარებიან შეზღუდვების გვერდის ავლაში.

ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებაზე უკრაინის მხარდასაჭერად.

უკრაინა და ევროკავშირი ადასტურებენ, რომ რუსეთისთვის დაუსჯელობა არ შეიძლება. შესაბამისად, შეთანხმება მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას.

უკრაინა და ევროკავშირი, რომელიმე ქვეყნის მოთხოვნით, შესაძლო განმეორებითი აგრესიის შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში გამართავენ კონსულტაციებს უკრაინის თავდაცვის საჭიროების საკითხზე.

ტექსტის მიხედვით, ხელშეკრულება შეიძლება გადაიხედოს ხელმოწერის დღიდან არაუგვიანეს 10 წლისა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები