საფრანგეთის პარლამენტი - მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ უნდა გაიხსნას, თუკი ეს კანონი ძალაში შევა

საფრანგეთის პარლამენტის ევროპის საბჭოს კომიტეტმა საქართველოს შესახებ 8-გვერდიანი რეზოლუცია დაამტკიცა.

"ეს კანონპროექტი, შთაგონებული რუსული კანონმდებლობით, იქცა სიმბოლოდ, რაც ადასტურებს გზიდან გადახვევას "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც სურს ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ისინი მიდიან იმ პირობების საწინააღმდეგოდ, რასაც ევროკავშირი წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის სანაცვლოდ ითხოვს. 

გარდა ამისა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი - "ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ერთადერთი ოლიგარქი ქვეყანაში, გახდა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ამიტომ ის თამაშობს გადამწყვეტ როლს დღევანდელ პოლიტიკურ კრიზისში.

ხელისუფლების ავტორიტარულმა და არალიბერალურმა ქმედებებმა არ უნდა დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ ქართველი ხალხის მისწრაფებები. ჩვენს პარტნიორებთან ერთად მხარი უნდა დავუჭიროთ მათ.

ცალსახად მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი" იმის გათვალისწინებით, რომ ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფუნქციონირებას, რაც შეუთავსებელია ევროკავშირის პრინციპებთან და საქართველოს გაწევრიანების პროცედურებთან. 

მივიჩნევთ, რომ მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ უნდა გაიხსნას, თუკი ეს კანონი ძალაში შევა", - აღნიშნულია რეზოლუციაში.

საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო ლიეტუვის პარლამენტმაც. ლიეტუვის სეიმი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, უკან გაიწვიოს მიღებული კანონი. გარდა ამისა, მიმართავს ევროკავშირის ინსტიტუტებს განიხილონ საპასუხო ზომების შესაძლებლობა, თუ საქართველოს მთავრობა უარყოფს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, განაგრძობს ამ კანონის განხორციელებას და გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების დევნას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები