აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს ფრანკფურტის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ გოგიტა თედორაძეს ფრანკფურტის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ულრიჰ კასპერმა უმასპინძლა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე, განიხილეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით პროექტების ერთობლივად განხორციელების შესაძლებლობები.

ქართული დელეგაციის წევრები ფრანკფურტის სავაჭრო სამრეწველო პალატის საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ და პალატის პრეზიდენტის მიწვევით ჰესენის ფედერალური მხარის ეკონომიკის მინისტრის კავე მანსურის წარდგენის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებებს ასევე, ესწრებოდა სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დირექტორი სალომე დოლიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები
11 საათის 41 წუთის წინ