პარლამენტში "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო განხილვები დაიწყება

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო განხილვები დაიწყება.

"ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტით წესრიგდება: ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებასთან, ქორწინებასთან, შვილად აყვანასთან, მინდობით აღზრდასთან, სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, შეკრებასთან, მანიფესტაციის ჩატარებასთან და შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები.

კანონპროექტით, 17 მაისი  ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება.

საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება.

ბიურომ წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განსაზღვრა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები