შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლები ღიად არიან დაკავებული ტერორით

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლები ღიად არიან დაკავებული ტერორით.

მისივე თქმით, ცილისწამებაა, თითქოს ძალადობის შემთხვევები ხელისუფლების მხრიდანაა დაორგანიზებული.

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, რომ პაპუაშვილის განცხადებები ახალისებს ტერორს და ძალადობას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამავდროულად, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსები და აქტივისტები „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ფიზიკური ძალადობის რისკის ქვეშ დადგნენ, ხელისუფლებას კი თავის თავი გამოჰყავს მსხვერპლად.

"რაც შეეხება ზიზღის, ძალადობის და ტერორის კამპანიას უმრავლესობის წევრების წინააღმდეგ, აქ ხომ ხილულად ვიცით, რაც ხდება. ზუსტად ამაზე მქონდა საუბარი, რომ ხილულად ვიცით, იმ ორგანიზაციების თანამშრომლები, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ღიად არიან დაკავებული ტერორით. როცა ადამიანს ემუქრები ტყვიით, ურეკავ, ემუქრები, შეურაცხყოფას აყენებ და მიუვარდები საჯაროდ, ეს არის ზუსტად ტერორი. ამაზე რომ არ გაქვთ რეაგირება, გასაგებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამას ხაზი გაესვას. რაც შეეხება სპეკულაციურ დაკავშირებებს, რაც თეონა აქუბარდიამ იკადრა, ეს მიუღებელია, მაგრამ იმ პოლიტიკური მორალის ადამიანების მხრიდან, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციაში არიან, გასაკვირი არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ არის ღია ტერორის კამპანია, მნიშვნელოვანია ამაზე რეაგირება. ქვეყნები, რომლებიც აფინანსებენ ასეთ ორგანიზაციებს, ვაკვირდები, მათი თანამშრომლობა გაგრძელდება თუ არა ორგანიზაციებთან, რომლებიც რადიკალური დღის წესრიგით და პოლიტიკური ექსტრემიზმით არიან დაკავებული. ვინმეს თუ უნდა, რომ ამით რამეს ხელი დააფაროს, ეს მათი პრობლემაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები