თინა ბოკუჩავა - ყველას კარგად გვესმის რამხელა საფრთხეებს ქმნის ეს საქართველოსთვის

ივანიშვილის ხელისუფლებამ განდევნა ამერიკელი ინვესტორები, ანაკლიის პორტი ჩააბარა ჩინურ კომპანიას, რომლის საკონტროლო პაკეტს ფლობს ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტში ჩინეთის არსებობა სტრატეგიულ პრობლემებს შექმნის.

"ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტისას მისი მხრიდან ღიად ითქვა, რომ ამერიკული ინვესტორების განდევნა ანაკლიიდან და მათი ჩანაცვლება იმ ქვეყნების წარმომადგენელი ინვესტორებით, რომლებიც საქართველოს მეგობრები არ არიან დიდი სტრატეგიული შეცდომა იყო. ეს გაფრთხილება არ შეისმინა ივანიშვილის ხელისუფლებამ და ეს გააკეთა, განდევნა ამერიკელი ინვესტორები, ანაკლიის პორტი ჩააბარა ჩინურ კომპანიას, რომლის საკონტროლო პაკეტს ფლობს ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლება. ყველას კარგად გვესმის რამხელა საფრთხეებს ქმნის ეს საქართველოსთვის ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე სტრატეგიული თვალსაზრისით", - განაცხადა თინა  ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები